განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიხეილ ალექსიძემ სკოლაში სწავლა გააგრძელოს.
ამის შესახებ შაშკინმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, ოპოზიციური ფრაქციის საპასუხოდ განაცხადა, თუმცა,ალექსიძის გვარი არ უხსენებია.
„მე ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან შემდეგ ამ კითხვის ავტორები იტყვიან, რომ მინისტრი სასამართლოზე ახდენს გავლენას. სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ ბავშვმა სწავლა გააგრძელოს” - აღნიშნა მინისტრმა.
ოპოზიციას აინტერესებდა 53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიხეილ ალექსიძის გარიცხვით, დაირღვა თუ არა მისი უფლებები.

















