„ლეიბორისტული პარტიის“ სარეფერენდუმო განაცხადს ავღანეთიდან ქართული სამხედრო ნაწილების გამოყვანის შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს განიხილავს.
განაცხადს კენჭს ცესკოს სპეციალურ სხდომაზე უყრიან.
„ლეიბორისტული პარტის“ ინფორმაციით, სარეფერენდუმო განაცხადი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ავღანეთის ნატოს მისიაში საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობის საკითხს გადაწყვეტს.
ცესკოს სხდომა 17.30 საათზე გაიმართება.

















