პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელი სტანისლავ კოჟეი ევროკავშირის მისიების საქმიანობის შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქართველ კოლეგასთან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ევროკავშირის მისიების თუ მათი ხელმძღვანელების გადაადგილების შეზღუდვა და მათთვის გარკვეული ადგილების მოსანახულებლად უფლების არ მიცემა დაუშვებელია“- განაცხადა კოჟეიმ და აღნიშნა, რომ კოლეგასთან საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში სადამკვირვებლო მისიების მუშაობის მნიშველობა იყო.
„მისიის დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა მნიშველოვანია მისი ეფექტურობის ასამაღლებლად“ - განაცხადა კოჟეიმ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი გუშინ პერსონა ნონ გრატად გამოაცხდა.
პოლონეთის უშიშროების მდივნის თქმით, პოლონეთი ინარჩუნებს თავის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს, რასაც ალიანსის ჩიკაგოს სამიტზეც განაცხადებს.
კოჟეიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის და მწუხარება გამოთქვა რამდენიმე დღის წინ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო.

















