საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში არასოდეს მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც პუტინსა და მედვედევს თანამშრომლობის სურვილი ექნება.
ეს კომენტარი წიკლაურმა მედვედევის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოში ნებისმიერ ახალ ლიდერთან თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთოებების აღდგენისთვის.
„სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის უახლოესი წლების განმავლობაში შეასრულებს ცენტრალურ როლს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“ – აღნიშნა წიკლაურის და იქვე დაამატა, რომ მედვედევის განცხადებები არაფრისმთქმელია.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხი არაერთხელ გადაურჩენია, წიკლაურის შეფასებით, ეს მორიგი მდაბიო და ცინიკური განცხადებაა.
„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ რუსეთმა მედვედევისა და პუტინის მეთაურობით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა განახორციელეს და ასიათასობით ადამიანი გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან. პუტინის და მედვედევის რუსეთი არის ის ქვეყანა, საიდანაც ქართველები საბარგო თვითმფრინავებით გამოდევნეს. ამიტომ, მათი ეს განცხადება ცინიკურ განცხადებად უნდა მივიჩნიოთ“ – განაცხადა წიკლაურმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნულია და ის ადრე თუ გვიან წავა საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან.

















