პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლის - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ამის პირველი პრეცენდენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდება.
მან საარჩევნო სიების გადამოწმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კოალიციას სიების დაზუსტების პროცესების კონტროლის შესაძლებლობა აქვს და დამოუკიდებელ „კარდაკარ“ აქციას ჩაატარებს.
„სიების მთავარი პრობლემა მხოლოდ გარდაცვლილები არ არიან, პრობლემა ის არის, რომ მილიონობით ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მამუკა კაციტაძის ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის მიმართულება სიების რეალურ შესწორებას არ გულისხმობს“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

















