პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი პარლამენტში დღეს სამთავრობო საათზე არ მივა. ამის შესახებ განცხადება ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დადასტურებულია, რომ სამთავრობო საათზე 4 მინისტრი მივა, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს ის საკანონმდებლო ორგანოში “აქ არ ყოფნის” გამო ვერ გამოცხადდება.
ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” დღეისთვის პარლამენტში დაგეგმილ სამთავრობო საათზე 5 მინისტრის მისვლას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილის პარლამენტში მისვლას ოპოზიციონერი დეპუტატები წინა თვის სამთავრობო საათზეც ითხოვდნენ, თუმცა, საზღვარგარეთ ყოფნის გამო, მის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი მივიდა.
სამთავრობო საათი დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

















