რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოს წარმატება აღიზიანებს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს აღიაზიანებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, განსაკუთრებით კი, კორუფციის დამარცხების კუთხით და ეკონომიკური რეფორმების მხივ.
მისივე თქმით, რუსეთში არსებულმა რეჟიმმა ვერ აიტანა, რომ პოსტსაბჭოური საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდა.
ქუთელიას განმარტებით, რუსეთში მიიჩნევენ, რომ დემოკრატია სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.
„რუსეთის მოქალაქეები იმსახურებენ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. ვიმედოვნებთ, რომ მათი ხელისუფლების ქმედებები ვერ შეძლებს დემოკრატიისკენ მათი სწრაფვის შეჩერებას“- განაცხადა ქუთელიამ.

















