საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
უნივერსიტეტში ვიზიტისას ქვეყნის პირველმა პირმა განახლებული უნივერსიტეტი დაათვალიერა და თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითაც დაინტერესდა.
მისი თქმით, აგრარული, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგები პრიორიტეტია.
სააკაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მისივე თქმით, აგრარულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო პროგრამები სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და სასწავლო კორპუსისა და ლაბორატორიების რეაბილიტაცია განხორციელდა.
უნივერსიტეტის რეაბილიტაციისთვის 4 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.
ამჟამად, აგრარულ უნივერსიტეტში 2500 სტუდენტი სწავლობს.

















