საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ქალაქ ტირანაში ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ედმონდ ჰაშინასტოს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.
გარდა ამისა, მინისტრებმა შეხვედრაზე ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის გამარტივების საკითხებიც განიხილეს.
ვაშაძე და ჰაშინასტო რეგიონში არსებული მდგომარეობას და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების პროცესში ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, ალბანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისე ნატოს გაფართოებასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

















