„ლეიბორისტული პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩინოვნიკებს პედაგოგების მოსყიდვა-გადაბირებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა ლაშა ექიზაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცახადა.
ექიზაშვილის თქმით, არჩევნების მოახლებასთან ერთად ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლის აპრობირებულ მეთოდს მიმართავს.
მისივე განცხადებით, ჩინოვნიკები პედაგოგების გადაბირებას მოსყიდვით ცდილობენ.
„მივმართავთ პედაგოგებს - ნუ გახდებით ქვეყნის დაღუპვის უშუალო მონაწილე. გახსოვდეთ, სამშობლო ყველაფერზე ძვირფასია“-აღნიშნა ექიზაშვილმა.

















