საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატების თანამშრომლები ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის შესახებ ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
დღეს, სასტუმრო „ბეთსში“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ასოციაციის „ევროპის დროით” ორგანიზებით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა ღონისძიება – “სამხრთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობა”.
ღონისძიების მიზანია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატების ევროპულ ინტეგრაციაში ჩართულ თანამშრომლთა დაკავშირება, შემდეგომში მათ მიერ ერთმანეთისთვის ევროატლანტიკურ საკითხებში საკუთარი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის გაზიარება და ეფექტური კომუნიკაცია.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ეკონომიკის, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რენატა ვრობელი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორი ჯანან ატილგანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ოფისის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი და ასოციაცია “ევროპის დროით” თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავა.

















