ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კულტურული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი კულტურული მემკვიდერობის მართვის გარემოს გაუმჯობესება და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
ევროკავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისთვის“ ოთხი ძირითადი მიმართულებით წარიმართება - მემკვიდრეობის ეროვნული კონცეფციის შემუშავება, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ინტერესთა ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება, რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მხარდაჭერა.
პროექტის მენეჯერის ოლივერ რაისენის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და განვითარება ძეგლის ძველ იერსახესთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანასთან პარტნიორობასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

















