იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხზე მოუწევს განმარტების გაკეთება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხვალ
სამთავრობო საათზე იუსტიციის მინისტრი გამოცხადდება.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები ზურაბ ადეიშვილს მიმართავენ იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად განმარტოს რა გახდა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზეზი.
ამ საკითხის გარდამ, იუსტიციის მინისტრს ოპოზიცია ასევე ჰკთხავს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულ მოქალაქეებზე, ძმებ ლაშა და ბექა ლუტიძეების საქმეზე, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა.
სამთავრობო საათზე ხვალ 5 მინისტრია დაბარებული. პარლამენტში სამთავრობო საათი 17.00 საათზე დაიწყება.

















