კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ კოალიციის დეკლარაციას მოაწერა ხელი.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ პარტიები - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია,“ „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი,“ „კონსერვატიული პარტია,“ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ შედიან.
რაც შეეხება „ხალხის პარტიას“, მას ლიდერის სახით კობა დავითაშვილი წარმოადგენს.

















