უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ვაზელინიანი პროვოკატორი“ იჯდა.
ბაღათურიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ პროვოკაციისთვის იყო მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, შეუძლებელი იყო 3 ფაქტორის ერთმანეთისთვის ასეთი სწრაფი დამთხვევა. კერძოდ, დეპუტატის განცხადებით, სხდომათა დარბაზში „ვაზელინიანი პროვოკატორი“ იჯდა, ინციდენტიდან 5 წუთში ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უკვე პარლამენტის შენობის წინ იყვნენ, პარლამენტში კი, აზერბაიჯანის რამდენიმე ტელეარხის ჯგუფი იმყოფებოდა.
ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ არ აპირებს შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხიმგებლობის საკითხის დასმას.
„აზერ სულეიმანოვს საკადრისი პასუხი გავეცი. კარგია, რომ ეს სინქრონში არ გავიდა. როცა მე მომმართავდა სომხებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ვთარგმნით პროტოკოლიდან ამოღებულ სინქრონს. ვგეგმავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, რომლებიც უკვე აყენებენ პარლამენტიდან სულეიმანოვის გაწვევის საკითხს. პარლამენტი არ უნდა გახდეს ასპარეზი ისეთი დეპუტატებისთვის, რომლებიც ასეთ საშიშ განცხადებებს აკეთებენ. ამან პარლამენტი შეიძლება სომხურ–აზერბაიჯანული დაპირისპირების პოლიგონად აქციოს“ – აღნიშნა დეპუტატმა.
პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას ბაღათურიანი უწოდა და ვაზელინის ე.წ. ტუბიკი ესროლა.

















