საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სერჟანტის ვალერიან ხუჯაძის დაღუპვის გამო.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ვალერიან ხუჯაძის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
სერჟანტი ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

















