დღეს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე განხილული იქნება პროექტ - "კარდაკარის" ჩატარების მასშტაბებისა და ვადების, "კარდაკარის ჯგუფების" საჭირო რაოდენობის დადგენის, რეგისტრატორთა შერჩევის წესის განსაზღვრის, ასევე "კარდაკარის" ჩატარების ზოგადი წესისა და მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხები.
სხდომა 16 :00 საათზე გაიმართება.

















