აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი საქართველოშია და დღეს შეხვედრებს გამართავს.
ლუტი სხვადასხვა სფეროებში აშშ–ისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილის თბილისში ვიზიტი ათდღიანი მოგზაურობის ნაწილია, რომელიც ტუნისს, ინდოეთს, იაპონიასა და ლუქსემბურგს მოიცავს.

















