პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ხონის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.
იგი ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ პროექტებზე ესაუბრება, რომელიც იმერეთის მხარეში ხორციელდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის მოსახლეობასაც შეხვდება და მათთან იმ საკითხების გადაწყვეტის გზებს განიხილავს, რომელიც ამ სოფლის მოსახლეობას აწუხებს.

















