საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა.
ოქმის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არიან განავითარონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
მხარეები საერთო ინტერესის სფეროში რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივი, რეგიონალური და საერთაშორისო ხასიათის საკითხებზე. კონსულტაციები პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში, საკონსულო საქმიანობის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას მოიცავს.
ასევე, გათვალისწინებულია სერბეთის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის სფეროში მიღებული გამოცდილების გაცვლა.

















