"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე,
სადაც ეროვნული ფორუმის ლიდერმა აღნიშნა რომ კოალიციის წევრებში ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა - კომენტარს არ აკეთებს.
"რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურის ცნობით, თინა ხიდაშელს ეს განცხადება არ უნახავს, არ იცის რა იგულისხმა სანიკიძემ და შესაბამისად შეფასებასაც ვერ გააკეთებს.
რამდენიმე დღის წინ გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე კოალიციის წევრებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. " ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერს მხარს, "რესპუბლიკური პარტია" და "ეროვნული ფორუმი" კი საპარლამენტოს" - განაცხადა სანიკიძემ.

















