საქართველოსა და ჩინეთს შორის სამთავრობო კონსულტაციების მე-3 რაუნდი ხვალ, პეკინში გაიმართება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოსა და ჩინეთის შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში შევიდა. განსაკუთრებით საინტერესო კი, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაა.
„მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში ჩინეთიდან მსხვილი ინვესტიციების განხორციელება, ასევე, ქართველი მეწარმეებისთვის ამ სახელმწიფოს ბაზრის გახსნა. ამის საშუალებას კი, სწორედ ასეთი მოლაპარაკებები იძლევა“ - განაცხადა კალანდაძემ.

















