პარტია „თავისუფალი საქართველო“ სომეხი ერის მიმართ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით თანაგრძნობას გამოხატავს.
ამი შესახებ „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ეთნიკური ნიშნით ადამიანების შევიწროვებას არანაირი გამართლება არ აქვს.
„1915 წელს, ჩვენმა მოძმე სომეხმა ერმა უდიდესი ტრაგედია გადაიტანა, როდესაც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა და უამრავი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მიწა. ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის სომხური წარმოშობის მოქალაქეებს, რომლებიც ქართული საზოგადოების ღირსეულ ნაწილს წარმოადგენენ“- ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ სომეხი ერის მიმართ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობას გამოთქვამს და პატივს მიაგებს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას.

















