საქართველოს მალე ჯანდაცის საუკეთესო სისტემა ექნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გურჯაანში ახალი საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კიდევ 150 საავადმყოფო აშენდება, ამასთან, თბილისში 5 სამედიცინო ცენტრი გაიხსნება.
„ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა გვექნება. ჩვენს რაიონულ ცენტრსა და სოფელში საავადმყოფო სახლიდან რამდენიმე კილომეტრში გვექნება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სისტემის რეფორმირების პროცესი დასრულებული ჯერ არ არის, ექიმებს გადამზადება და მეტი კვალიფიკაცია სჭირდებათ.
სააკაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ადრე საავადმყოფოებში მხოლოდ ფულის მკეთებლი ექიმები მუშაობდნენ და მათთანაც მხოლოდ რამდენიმე ფულიანი პაციენტი დადიოდა.

















