საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ქუთაისის “ფეხზე დაკიდებაში” ადანაშაულებს.
დღეს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან განაცხადა, რომ ხელისუფლებისათვის მთავარი პიარაქციები და აღლუმების ჩატარებაა და არა იმ ძირეული პრობლემების მოგვარება, რომლებიც ქუთაისშია.
“ქუთაისში წყალი და ელექტროენერგია 50 თეთრი რატომ უნდა ღირდეს? ხალხი წყლის მრიცხველებში 100 ლარს რატომ უნდა იხდიდეს? წყალი, გაზი და გზა ისევ პრობლემად რჩება მაშინ, როცა ქუთაისი მეორე დედაქალაქად ცხადდება. ვფიქრობ, მოსახლეობას ამაზე სწორი და ადეკვატური დამოკიდებულება ექნება” - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

















