საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არმენაკ ბაიანდურიანმა პარლამენტის სხდომაზე საკუთარ თანაფრაქციელს აზერ სულეიმანოვს
მიმართა და აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდი მოხდა.
„შენ ხომ იცი აზიკ, რომ ეს გენოციდია“ – მიმართა მიკროფონის გარეშე არმენაკ ბაიანდურიანმა აზერ სულეიმანოვს.
პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ არმენაკ ბაიანდურიანს მიკროფონი არ ჩაურთო, რის გამოც, მას აზერ სულეიმანოვისთვის პასუხის გაცემა მიკროფონის გარეშე მოუწია.
მანამდე, აზერ სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ „1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სხვადასხვა აზერბაიჯანულ რეგიონებში სომეხმა ბანდიტებმა 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დახოცეს“.
დაპისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს.
დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ბაღათურიას გარკვეული ნივთი, ე.წ. ტუპიკი ესროლა, რაც ბაღათურიამ უკანვე დაუბრუნა. მოგვიანებით, დეპუტატები ამბობდნენ, რომ სულეიმანოვმა ბაღათურიას ვაზელინი ესროლა.

















