საქართველო ნორვეგიასა და ინდონეზიის რესპუბლიკაში ორ ახალ საელჩოს გახსნის.
საელჩოების გახსნას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება ითვალისწინებს.
ბრძანებულების თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას ემატება ორი ახალი საელჩო – საქართველოს საელჩო ნორვეგიის სამეფოში და საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში.

















