საქართველოს ყველა რეგიონში დღეიდან საყოველთაო „კარდაკარის“ საველე სამუშაოები იწყება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ცენტრალური ოფისიდან, ასევე, ყველა რეგიონული წარმომადგენლობის ოფისებიდან კომისიის სრული შემადგენლობა რეგისტრატორებთან ერთად სამუშაოდ გავლენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიიდან აცნობეს, კომისიის წევრები საქართველოს ყველა ოლქსა და უბანზე, ყველა სახლსა და ოჯახში სიების დაზუსტებას უზრუნველყოფენ.
კომისიის წევრები „კარდაკარის“ პროცესში უშუალოდ ჩაერთვებიან და რეგისტრატორებისა და ამომრჩეველთა მხარდაჭერით ზუსტ სიას წარადგენენ, რაც კომისიის ინფორმაციით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

















