პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ფრაქციების თავმჯდომარეებს დეპუტატების მობილიზება დაავალა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე
ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელი პლენარული სხდომა გასულ სასესიო კვირას ჩაშლილ კენჭისყრებზე გასატანი საკითხების დამტკიცებით დაიწყება.
"ფრაქციების თავმჯდომარეებს ვთხოვ კვორუმის არსებობა უზრუნველყოთ" – განაცხადა ბაქრაძემ.
12 აპრილის სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ ჩატარდა, თუმცა, საჭირო კვორუმი დარბაზში მაინც ვერ შედგა. დეპუტატმა ბაღათურიამ დარბაზში მყოფი კოლეგები პირადად გადაითვალა და დააფიქსირა, რომ ტაბლოზე ნაჩვენები ციფრი სასესიო დარბაზში მყოფთა რაოდენობას არ შეესაბამებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

















