logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაია "ამომრჩეველთა ლიგის" ინიციატივას მიესალმება
ვახტანგ ყოლბაია "ამომრჩეველთა ლიგის" ინიციატივას მიესალმება
15:45 23.04.2012
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია ალტერნატიული "კარდაკარის" დაწყების შესახებ "ამომრჩეველთა ლიგის"  ინიციატივას მხარს უჭერს.
როგორც ყოლბაიამ "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" მამუკა კაციტაძის ამომრჩეეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ოპოზიციურ პარტიებს ალტერნატიული კომისიის შექმნისკენ მოუწოდებდნენ.
მისი თქმით, საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია ხელისუფლების პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გარემოს შექმნაზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა.
"ვეჭვობდით, რომ ეს პროექტიც ძველებურად ხელისუფლების მიერ ამომრჩეველთა მოსატყუებლად, დროის გასაჭიანურებლად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის ათვისებისთვის იყო გამიზნული. 2010 წლის არჩევნებისთვის, სიების დასაზუსტებლად 1,2 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა, ამ მხრივ პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა"- განაცხადა ყოლბაიამ.
"დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის განმარტებით, კაციტაძის კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობამ და ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მათ უნდობლობა გამოუცხადა.
ყოლბაია ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად არასამთავრობო ორგანიზაციებს და "ამომრჩეველთა ლიგას" ერთიანი ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მზადა ვართ ერთიანი ფრონტის შექმნისთვის. იმედია, ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელი იქნება და ბოლომდე მიიყვანს თავის დანაპირებს. საჭიროა, რეალური ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური ნების გამო, საქმეს ისეთი პირი არ უჩანს, რომ რეალურად განხორციელდეს" - აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.
"ამომრჩეველთა ლიგა" საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდობლობას უცხადებს და საარჩევნო სიების გადასამოწმებლად, ალტერნატიული "კარდაკარის" აქციის დაწყებას გეგმავს.
სამოქმედო გეგმა "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ ჟურნალისტებს 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.
სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია "კარდაკარს" 24 აპრილიდან იწყებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა