ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მიერ მანდატის დასრულების შემდეგ, 2014 წელს კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება, თუ რა მიმართულებით ესაჭიროება ავღანეთს დახმარება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ბრიფინგზე მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო, ნატო-ს ავღანეთთან დაკავშირებული პროცესების თვალსაზრისით, 2014 წლის შემდეგაც დაუჭერს მხარს.
„ვაშაძის განცხადება სავარაუდოდ მისიის მიმართ ქვეყნის ზოგად თანადგომას ეხებოდა. გადავწყვიტეთ, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავების პროცესის აქტიური მონაწილე ვიყოთ, მათ შორის ავღანეთის მისიაში. შესაბამისად, მზადყოფნას ვფიქსირებთ, რომ იქ წამოჭრილ ყველა საკითხში 2014 წლის შემდეგაც მივიღებთ მონაწილეობას“ - განაცხადა კალანდაძემ.

















