logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
"ქართული ოცნება" "კარდაკარის" პრინციპით სიების გადამოწმებას იწყებს
"ქართული ოცნება" "კარდაკარის" პრინციპით სიების გადამოწმებას იწყებს
14:29 23.04.2012
მიმდინარე წლის მაისიდან პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყველა ოჯახში "კარდაკარის" პრინციპით მივა. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2 თვეა პარტიული სტრუქტურების მშენებლობა დაწყებულია, მაისიდან კი, აქტიური მუშაობა რეგიონებში დაიწყება.

მისი განმარტებით, ეს თითოეულ ამომრჩევლამდე მისვლას და "კარდაკარის" პრინციპით სიების გადამოწმებას გულისხმობს.

"მიუხედავად დიდი პატივისცემისა, სამთავრობო კომისიების მიერ გადამოწმებულ სიებს ვერ ვენდობით და გვინდა ჩვენი მონაცემებიც ხელში გვქონდეს"- განაცხადა ჩაფიძემ.

მისივე განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

"შეიძლება ითქვას, რომ პირველი გამარჯვება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევაა, ასევე ჩვენი მოთხოვნაა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გვყავდეს გრძელვადიანი მედიამონიტორები"- აღნიშნა ჩაფიძემ.

მისი თქმით, სატელევიზიო სიუჟეტებით ერთი მხრივ, ხელისუფლების პიარი და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ანტიპიარი მიმდინარეობს. ჩაფიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხს შეფასება უნდა მიეცეს.

მისივე განცახდებით, ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნისთვის თანაბარი უფლებები უნდა გააჩნდეს ყველა პოლიტიკურ ძალას.

"ხელისუფლებას სურს, რომ მონიტორინგი განახორციელოს კომუნიკაციების მარგეულირებელმა ეროვნულმა კომისიამ. ჩვენ განსხვავებულ მოდელს ვთავაზობთ. ვფიქრობთ, რომ ეს ქართული და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა გააკეთოს"- განაცხადა ჩაფიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა