პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ჩეხეთის სენატის პოზიცია უცვლელია და ის მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს განცხადება დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჩეხეთის სენატის თავმჯდომარესთან მილან შტეხთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის განმარტებით, ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ქართულ-რუსულ ურთიერთობები იყო.
ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის სპიკერი და ქართული დელეგაცია ჩეხეთში ოფიციალურად მიიწვია.

















