კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის დარგობრივ სამინისტროებს შორის აზრთა გაცვლის პროცესი მიმდინარეობს, ჩამოყალიბების შემდეგ კი, ფორმალური პროცედურები დაიწყება.
საქართველო-თურქეთს შორის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, სავარაუდოდ, ბათუმში მუსულმანური ტაძრის - აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა იგეგმება.

















