ამერიკელი ბიზნესმენის დონალდ ტრამპის მიერ საქართვლოში განხორციელებული ინვესტიციები ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდება. ეს განცხადება საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ტრამპის ეს ნაბიჯი სხვა მსხვილი ინვესტორებისთვის ერთგვარი მაგალითი იქნება.
კალანდაძის განცხადებით, ტრამპის ინვესტიცია ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითაც მნიშვნელოვანია.
,,მსხვილი პროექტების განხორციელებით საქართველოს უამრავი მოქალაქე დასაქმდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ახალი სასტუმროები ქართული ოჯახებისთვის მუდმივ სამუშაო ადგილებს ნიშნავს"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამერიკელი მილიარდერი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო.

















