პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივაზე, რომელიც
სოციალური დახმარების განსაზღვრის კრიტერიუმებში ცვლილებზე ეხება, განცხადებას გააკეთებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამასთან დაკავშირებით გამყრელიძე „ახალი მემარჯვენეების“ გორის ოფისში დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოციალურად დაუცველთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია შეიცვლება და დაიხვეწება. ახალი ინიციატივა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ გორში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაახმაურა.
ჭიაბერაშვილის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ოჯახების შეფასების სისტემიდან ხანგრძლივი მოხმარების საგნები - კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი ამოიღონ.
დღესვე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები გორის რაიონის სოფლებში მოსახლეობას შეხვედებიან.

















