"ქართული პარტიის" ყოფილი წევრი სოფო ხორგუანი მიხეილ
სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად არ მოიაზრებს.
როგორც ხორგუანმა დღეს "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო სიის სათავეში იქნება. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლებელია საპრეზიდენტო კანდიდატი არც ჰყავდეს, რადგანაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები მკვეთრად შეზღუდულია.
ხორგუანის პროგნოზით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრეზიდენტობა შესაძლებელია ოპოზიციის კანდიდატსაც კი დაუთმოს.

















