"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წარდგენა მოხდება,
ისინი წინასაარჩევნო მუშაობის რეჟიმზე გადავლენ.
"მე დარწმუნებული ვარ რომ ამ გუნდით და შემდგომ შემომატებული ჩვენი თანამოქალაქეებით დავამარცხებთ "ნაციონალურ მოძრაობას" და მას პარლამენტში უმცირესობაში გადავიყვანთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს წარდგენილ საინიციატივო ჯგუფის წევრებს საკუთარ პროფესიულ სფეროებში დიდი მიღწევები აქვთ, რაც სამომავლოდ პარტიის დასაყრდენი იქნება. "აქ ყველა სფეროს წარმომადგენელია თავმოყრილი - მეცნიერები, მწერლები, იურისტები, უფლებადამცველები, დიპლომატები და ეკონომისტები. პოლიტიკაში ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ და არა მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ ერთგულებით სავსე, პროფესიონალიზმისგან აბსოლუტურად გარეცხილი პირები, როგორებიც დღეს სააკაშვილს ჰყავს. ეს არის განსხვავება სააკაშვილისა და ამ გუნდს შორის" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, მალე კოალიციის პოლიტიკური მანიფესტი გამოქვეყნდება, სადაც მათი ხედვა გამჟღავნდება.

















