პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დასრულების შემდეგ ივანიშვილის დაცვასა და ჟურნალისტებს შორის ინცინდენტი მოხდა.
ყრილობის შემდეგ ივანიშვილის დაცვა, დარბაზიდან მის გაყვანას ცდილობდა, რა დროსაც კომენტარისთვის მისული ჟურნალისტები ჭყლეტაში მოხვდნენ. როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაცვა ჟურნალისტებს ივანიშვილისგან კომენტარის აღების საშუალებას არ აძლევდა, რასაც ინცინდენტი მოჰყვა.
ამჟამად ივანიშვილი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში იმყოფება.

















