„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით ისინი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მთელ საქართველოს ერთიან მუშტად შეკრავენ.
აღნიშნული განცხადება მანანა კობახიძემ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გააკეთა.
„ჩვენ ახლა დარბაზში 1 109 ადამიანი ვართ, მაგრამ ოქტომბერში ათასები და ათიათასები ვიქნებით და ბიძინა ივანიშვილთნ ერთად საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ“ - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, მან იცის რა რთული და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აირჩიეს.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პარტიის საქმიანობა ყველაზე დიდ ოცნებასთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ არ გვეშინია კონტროლის პალატის“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ მას შემდეგ რაც სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.
მისივე თქმით, პარტიის ფინანსები უზუსტესად იქნება გაკონტროლებული.

















