მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ საბჭოს 11 წევრი ჰყავს.
დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოს წევრებად თამაზ ავდალიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გუგული მაღრაძე, გურამ ოდიშარია, ივანე კუღურაძე, ირაკლი სესიაშვილი, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, გელა ხვედელიძე და თედო ჯაფარიძე აირჩიეს.
სარევიზიო კომიტეტის წევრები კი, ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ კბილაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, მირიან მჭედლიშვილი და კოტე მურადაშვილი იქნებიან.
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს.
პარტიის დამფუძნებელთა ყრილობა საგამოფემო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. ყრილობას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის ლიდერები - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

















