მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს.
მანანა კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ 1 105-მა მომხრემ აირჩია.
იურისტ არჩილ კბილაშვილის თქმით, კობახიძე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანშვილის მოქალაქეობის მიღებამდე იქნება.
კბილაშვილის განცხადებითვე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თვმჯდომარე აუცილებლად გახდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნება 1 109 ხმით მოხდა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების მიღებას 1 109 მოქალაქემ დაუჭირა მხარი.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლოები 1 108 მანდატით დამტკიცდა.
დამფუძნებელთა ყრილობის თავმჯდომარედ იურისტი არჩილ კბილაშვილი აირჩიეს, მდივნად კი სოფო ჯაფარიძე.
ყრილობაზე აირჩიეს ასევე, ხმის დამთვლელთა კომისიის 10 წევრი. კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჩაფიძე დასახელდა.
დამფუძნებელ ყრილობას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის ლიდერებიც - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

















