"თავისუფალი ფრონტის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ კოალიცია ივანიშვილს დამარცხებამდე მიიყვანს.
როგორც ჯიშკარიანმა დღეს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ იზიარებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას რესპუბლიკურ პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ. მისი განმარტებით, რესპუბლიკური პარტია ოპოზიციის ერთობას ყოველთვის უშლიდა ხელს, ამიტომ ივანიშვილის რესპუბლიკელებთან დამოკიდებულება საწყენია.
სამოქალაქო ფრონტი ივანიშვილს პროდასავლურ კურსში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ისინი ყოველთვის გაემიჯნებიან პროდასავლურ და პრორუსულ ორიენტაციას, რადგანაც ქართველი ხალხის გადასარჩენად და რეჟიმის შესაცვლელად პროქართული ორიენტაციაა საჭირო.
ჯაბა ჯიშკარიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება, თუმცა ქართველ ხალხს ბრმა გადაწყვეტილებების მიღებას არ ურჩევს, როგორც ეს მოხდა ვარდების რევოლუციის დროს.

















