პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი კობა კურდღელაშვილი აირჩიეს.
მანამდე ამ პოსტს რომან მარსაგიშვილი იკავებდა, რომელიც ფრაქცია "ძლიერი საქართველოდან" ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ რიგებში გადავიდა.
მას შემდეგ რაც მარსაგიშვილმა თორთლაძის ფრაქცია დატოვა, კვოტების ხელახალი გადანაწილება მოხდა.
ღია კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ერთხმად კობა კურდღელაშვილი აირჩიეს.

















