საქართველო ტელერადიოკომპანია „მირთან“ დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა. ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა.
ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ შეთანხმების მოქმედება.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეატყობინოს დეპოზიტარს აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე.

















