„ლეიბორისტულ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტში არჩევნების შედეგად რამდენიმე პოლიტიკური პარტია უნდა იქნეს წარმოდგენილი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის უმრავლესობით გამარჯვება მართებული არ არის.
„ლეიბორისტული პარტიის“ 20 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსული პოლიტიკური პარტია ასრულებს ერთი დიქტატორის ბრძანებებს“ - განაცხადა მან.
შატბერაშვილის შეფასებით, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის შესვლით, პარლამენტი უფრო დემოკრატიული გახდება.

















