„ლეიბორისტული პარტია“ მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარება „033“-ის მომსახურება უფასო გახდეს.
როგორც დღეს
პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, მთავრობის 10 იანვრის დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია მიყვანილ პაციენტზე ,,033“-ს 20 ლარი გადაუხადოს.
საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალების გამარჯვების შემთხვევაში, ლეიბორისტები დარწმუნებული არიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება მოსახლეობისთვის ფასიანი გახდება და ის ორმოცი ლარი ეღირება.
დღეისთვის, მიყვანილ პაციენტზე „033“-ის ორმოცლარიანი გადასახადიდან ოც ლარს სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ოცს -სახელმწიფო დაზღვევა იხდის.
შატბერაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დადგენილების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

















