პარლამენტში "ქართული ოცნების" მაისურიანი ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ისინი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრს გიორგი ცაგარეიშვილს ხვდებიან.
შეხვედრა პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში მიმდინარეობს, დარბაზის გარეთ კი - მანდატურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
"პოლიტიკური ბრძოლის პირველი მონაკვეთი წარმატებით გავიარეთ და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ბრძოლის ახალ მეთოდს მივაგენით" – განცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ქართულ ოპოზიციას ენერგია და პოლიტიკური სიდინჯე აკლდა, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს.
"სწორედ ამ პოლიტიკურ სიდინჯეს გამოჰყავს "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი წყობიდან" – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

















