კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ სააკაშვილს საგარეო ფრონტი მოუგო. ამის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით
ბერძენიშვილმა ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, თუ აქამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ექსკლუზიურად ურთიერთობდა, ახლა იგი დიდ კონკურენციაში იმყოფება.
ბერძენიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში და ბრიუსელში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.
,,ჩვენ გვყავს ასევე პარტნიორები ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში სერიოზული გავლენა აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ფრონტი მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად მოვუგეთ" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია აშშ-ს სენატის წარმომადგენელთა პალატასთანაც თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობამ შედეგი უკვე გამოიღო.

















