საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, სადაც საყოველთაო-სახალხო
განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები მოსახლეობასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა 25 აპრილს უნდა დაასრულოს. მანამდე კი, კომისიის წევრები საქართველოს დიდ ქალაქებში შეხვედრებს გამართავენ.
რუსთავში დღევანდელი შეხვედრა 12:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთავში" გაიმართება.

















